← All vacancies

T04XKTV1 Posted 16 Nov Views: 2

ბიზნესის განვითარების პარტნიორი

AVIORA external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

თბილისი | ჰიბრიდული / მოქნილი სამუშაო ფორმატი

"AVIORA" არის ახალი პრემიუმ ავიაციისა და ინდივიდუალური ტურიზმის ბრენდი, რომლის მიზანია საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული სამოგზაურო გამოცდილებების შექმნა.

ჩვენი მიმართულებები მოიცავს კერძო ავიაციისა და ვერტმფრენით ფრენების ორგანიზებას, VIP ტრანსფერებს, ინდივიდუალურ ტურებს, ექსკლუზიურ ღონისძიებებსა და პერსონალიზებულ სამოგზაურო მომსახურებას.

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ბიზნესის განვითარების პარტნიორს, რომელიც ჩაერთვება ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და გაყიდვების განვითარება;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მომზადება და ჯავშნების კოორდინაცია;
  • ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • AVIORA-ს სოციალური მედიისა და ბრენდის კომუნიკაციის განვითარებაში მონაწილეობა;
  • პრემიუმ მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტებისა და ბიზნესშესაძლებლობების განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაყიდვების, ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან მარკეტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობაა.
  • ავიაციის სფეროში გამოცდილება აუცილებელი არ არის — შესაბამის გაცნობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი.

რას გთავაზობთ

  • ახალი პრემიუმ ბრენდის განვითარებაში უშუალო მონაწილეობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • შედეგზე დაფუძნებულ, საკომისიო ანაზღაურებას;
  • პროფესიულ განვითარებას კერძო ავიაციისა და პრემიუმ ტურიზმის მიმართულებით;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობების ზრდის შესაძლებლობას.

ანაზღაურება: მხოლოდ საკომისიო, განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შეთანხმებული მოგების წილის საფუძველზე. ფიქსირებული ხელფასი არ არის გათვალისწინებული.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

გამოგვიგზავნეთ CV, სურათი და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე. ელფოსტის სათაური: AVIORA - Business Development Partner.

Beyond Every Destination.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post