ელევატორის დამხმარე ოპერატორი
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე. „ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში;
- ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;
- ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება;
- სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდის პერსპექტივას.
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00 ანაზღაურება: 1500 ლარი კომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - https://nutrimax.selfrecruit.ge/s/PiqoN გისურვებთ წარმატებას!