Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

T938FS29 Posted 10 Nov Views: 4

ბუღალტრის დამხმარე

₾1500 / month Apply by 11 Dec
Sign in and apply

კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.

დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ N3; სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი სამუშაო მიმართულებები

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
  • მასალების ჩამოწერა პროგრამაში;
  • საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯების ასახვა პროგრამაში;
  • დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ფილიალებისა და თბილისის სალაროს კონტროლი;
  • შედარების აქტების წარმოება;
  • დარიცხვებისა და გატარებების განხორციელება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
  • პირველადი დოკუმენტაციის ბუღალტრული დამუშავება;
  • სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

საჭირო კომპეტენციები/უნარები

  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

ჩვენთან დაგხვდებათ

  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
  • ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
  • FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:

  • https://mlab.ge/;
  • https://mworld.ge/
  • https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE;
  • https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტრის დამხმარე".

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post