Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

THK29DRE Posted 12 Nov Views: 5

მზარეული

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

Negotiable Apply by 24 Nov
Sign in and apply

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს მზარეულის ვაკანტური პოზიციები.

ლოკაცია: საბურთალო, წყნეთი, დიღომი გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები.

მოვალეობები

  • სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად კერძების მომზადება;
  • ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • მარაგების ეფექტურად გამოყენება.

მოთხოვნები

  • მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ორანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post