ლაბორანტი
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები, ასევე კლინიკური და ბაქტერიოლოგიური ანალიზები, "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 2000-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი N8; სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები
- ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
- კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
- ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
- ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
- საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად;
- გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში;
- რეაქტივები, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან;
- შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება - ბიოლოგიის/მედიცინის განხრით;
- ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა. ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა;
- პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები
- რეზიუმეს გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.