← All vacancies

V394REJ7 Posted 19 Nov Views: 15

ვიდეოკონტენტ კრეატორი

ვინჩერო external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოკონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სოციალური მედიის პლატფორმებზე პირდაპირი ეთერების (Live) გადაღება და ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ლაივების გადაღების სპეციფიკის ცოდნა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პირდაპირი ეთერების ვიდეო და აუდიო ხარისხის კონტროლი;
  • გადაღებული ლაივების დამუშავება, მონტაჟი და საჭიროებისამებრ მოკლე ვიდეოფრაგმენტების მომზადება;
  • კომპანიის პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნა;
  • სოციალური მედიის ფორმატებისთვის ვიდეომასალის მომზადება;
  • ვიდეოკონტენტის იდეებისა და შემოქმედებითი კონცეფციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
  • პირდაპირი ეთერების (Live Streaming) გადაღებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ცოდნა;
  • ლაივისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
  • ვიდეომონტაჟის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური მედიის პლატფორმებისა და ვიდეოფორმატების სპეციფიკის ცოდნა;
  • კრეატიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ვიდეოკონტენტ კრეატორი".

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post