ადმინისტრატორი
NEXUS ARENA — თანამედროვე კომპიუტერულ-გასართობი და გეიმინგ ცენტრი — ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლიათ გუნდური მუშაობა და მზად ხართ აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
მოვალეობები
- ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება;
- კომპიუტერული სივრცისა და სამუშაო გარემოს მოწესრიგების კონტროლი;
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- გადახდებისა და შესაბამისი საოპერაციო პროცესების მართვა;
- ცენტრის შიდა წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- გეიმინგისა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისადმი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
- ენები:ქართული, ინგლისური, რუსული
პირობები დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.