უსაფრთხოების ოფიცერი
შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 22 სამუშაო განაკვეთი: სრული, თვეში 15 სამუშაო დღე ანაზღაურება: 900 ლ + გამომუშავებითი
ანაზღაურების ზრდა: კომპანიაში მოქმედებს ანაზღაურების ზრდის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის ეტაპობრივ მატებას სამუშაო სტაჟის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- ტერიტორიის მონიტორინგი ადგილზე ან კამერების საშუალებით;
- პრობლემებისა და უჩვეულო შემთხვევების აღრიცხვა;
- პრობლემურ სიტუაციებზე რეაგირება საჭიროების მიხედვით;
- ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის წარდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ცვლაში მუშაობა;
- ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა;
- სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა.
მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობაა);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე.
ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „უსაფრთხოების ოფიცერი“.