← All vacancies

VDFGTH8Y Posted 16 Nov Views: 2

ღამის ცვლის ადმინისტრატორი / ბარმენი-ბარისტა

ფორმატ ფიტ

ფორმატ ფიტ

ფორმატ ფიტ external listing
₾800 / month Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 29) Apply by 15 Dec

შემოუერთდი FORMAT FIT-ის გუნდს!

შპს „FORMAT FIT“ აცხადებს ვაკანსიას ორ პოზიციაზე: ღამის სმენის ადმინისტრატორი და ბარმენი/ბარისტა.

FORMAT FIT — თანამედროვე პრემიუმ ფიტნესისა და ველნეს სივრცე - ეძებს პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება. თუ გსურს იმუშაო ორგანიზებულ, დინამიკურ და პროფესიულ გარემოში, სადაც ხარისხიანი მომსახურება და თანამშრომლების განვითარება პრიორიტეტია, გაეცანი ჩვენს ვაკანსიებს:

ღამის სმენის ადმინისტრატორი

სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე ღამის ცვლა, 22:00–09:00 ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები

  • ფიტნეს სივრცის უსაფრთხოებისა და წესრიგის კონტროლი ღამის საათებში;
  • მომხმარებელთა შესვლა-გამოსვლის მონიტორინგი;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
  • ბარის მარტივი ოპერაციების შესრულება;
  • მომსახურების სტანდარტებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
  • სმენის დასრულებისას შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სალაროსა და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

ბარმენი / ბარისტა

სამუშაო გრაფიკი

  • ნახევარი განაკვეთი;
  • დილის სმენა: 09:00–16:00;
  • საღამოს სმენა: 16:00–22:00;
  • გრაფიკი შეთანხმებით;
  • სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სრული განაკვეთით მუშაობაც.

ანაზღაურება: 30 ლარი თითოეულ სამუშაო ცვლაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ფიტნეს ბარის ყოველდღიური მომსახურება;
  • მომხმარებელთა შეკვეთების მიღება და შესრულება;
  • სასმელებისა და პროდუქციის მომზადება/გაცემა;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლიანობა და მოწესრიგებულობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • გამოცდილება სავალდებულო არ არის — მნიშვნელოვანია მოტივაცია, სწავლის სურვილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.

რას გთავაზობთ FORMAT FIT?

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო სავარჯიშო აბონემენტს;
  • შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • კომპანიის გასვლით აქტივობებსა და ტურებში მონაწილეობას;
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

როგორ შემოგვიერთდე? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია: „ღამის სმენის ადმინისტრატორი“ ან „ბარმენი/ბარისტა“.

სამუშაო ადგილი: დიღომი, ბობ უოლშის 30ა, “Green Diamond” ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია.

FORMAT FIT — შემოუერთდი გუნდს, სადაც ხარისხი სტანდარტია!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post