Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

VF23KR7S Posted 14 Nov Views: 0

კურიერი

DHL external listing
₾1200 / month Sign in and apply

Posted 14 Nov (Days left: 15) Apply by 29 Nov

DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ფოთში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებული ხელფასი - 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი;
  • სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია;
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30;
  • შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი);
  • სამუშაო ადგილი: ფოთი.

ძირითადი მოვალეობები

  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ჩამოსული ამანათების დახარისხება;
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
  • ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან;
  • კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 29 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post