← All vacancies

VHVD0NMM Posted 16 Nov Views: 1

რუსულენოვანი მთავარი ბუღალტერი

Nexia Georgia external listing
₾4500 / month Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის — Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებსა და ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი — ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი;
  • სამუშაო საათები — სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი;
  • ანაზღაურება — 4500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
  • ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
  • წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მთავარი ბუღალტერი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post