Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

W711M0GA Posted 4 Nov Views: 0

მიკრობიოლოგი, ლაბორანტი

₾1500 / month Apply by 21 Nov
Sign in and apply

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის განყოფილებაში მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს საკვლევი ნიმუშების (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, სურსათი, ჩამონაბან-ჩამონარეცხები და სხვა) აღება და მიკრობიოლოგიური კვლევა საგამოცდო სფეროში გაწერილი მეთოდების გამოყენებით;
  • ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
  • მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
  • შეიმუშაოს/გაწეროს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;
  • უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
  • აკონტროლოს ლაბორატორიის სახარჯი მასალების ნაშთები შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
  • დაიცვას ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალურობის მოთხოვნები და ინსტიტუტის შინაგანაწესი;
  • აიღოს ნიმუშები დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • სისტემატურად აიმაღლოს კვალიფიკაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
  • საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში) მიკრობიოლოგის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
  • ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
  • სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ან/და სხვა;
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV-ის წარმოდგენა მისამართზე სავალდებულოა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა "მიკრობიოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განცხადებები მიიღება 2026 წლის 20 ნოემბრამდე.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი 3 თვის ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთშეთანხმებით (1500 ლარი).

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში;
  • გაითვალისწინოს არსებული კონტროლის გეგმები და ინსტრუქციები;
  • შეამოწმოს შემოსული ნიმუშების აღებისა და წარმოდგენის სისწორე;
  • მოამზადოს ნიმუშები ჩასათესად;
  • მოამზადოს საკვები ნიადაგები;
  • მოამზადოს სადეზინფექციო ხსნარები;
  • გაასტერილოს ჭურჭელი და საკვები ნიადაგები;
  • აწარმოოს მასალის გაუვნებლობა;
  • თვალყური ადევნოს თერმოსტატისა და სასტერილიზაციო აპარატურის ტემპერატურულ რეჟიმებს;
  • შესაბამის ფორმებში აწარმოოს გარემო პირობების ჩანაწერები და ყოველი თვის დასრულების შემდეგ გადასცეს ისინი განყოფილების ხელმძღვანელს;
  • აიღოს ნიმუშები დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • სისტემატურად აიმაღლოს კვალიფიკაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი;
  • ჩაატაროს განყოფილების აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები;
  • დაიცვას შიდა კონტროლის პროცედურები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიული ჭურჭლის, საფილტრი აპარატის, ფილტრების, ნიადაგებისა და გამოხდილი წყლის სტერილობაზე კონტროლისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაში;
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიათაშორის და პროფესიულ ტესტირებებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - ბაკალავრი ან მაგისტრი (სასურველია მიკრობიოლოგია, სურსათის ტექნოლოგია ან ბიოლოგია);
  • სასურველია ლაბორანტის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
  • ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ან/და სხვა;
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV-ის წარმოდგენა მისამართზე სავალდებულოა.

განცხადებები მიიღება 2026 წლის 20 ნოემბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის დასახელება - "მიკრობიოლოგიური განყოფილების ლაბორანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი 3 თვის ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთშეთანხმებით (1000 ლარი).

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post