Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

W8ARJ45A Posted 13 Nov Views: 0

შესყიდვების სპეციალისტი

ჭიტა external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" იწვევს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციით, პროფესიონალური მომსახურებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. "ჭიტა" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა მოტივაციას, პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ თანამშრომლობას.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი #19;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/სრული;
  • სამუშაო საათები 09:30-18:30;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები

  • შესყიდვების პროცესის მართვა;
  • ფასების, მიწოდების პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების შეთანხმება;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ლოგისტიკასთან, საწყობთან და გაყიდვების გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • მიწოდების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • პერიოდული ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ეკონომიკა);
  • სასურველია შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმართვისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის უნარი;
  • Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

პიროვნული თვისებები

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე -ზე და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post