ბარმენი
−13% vs the usual · usual 1,610 ₾ · 115 ads
Posted 13 Nov (Days left: 28) Apply by 11 Dec
"Poker Club" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 18:00-06:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი +დანამატი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
- ბარში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
Poker Club გთავაზობთ
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.