Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

WJSNZ6YR Posted 9 Nov Views: 0

ანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში

მადარტი external listing
Tbilisi Internship Marketing / PR
₾1000 / month Apply by 10 Dec
Sign in and apply

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 700-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე მარკეტინგის დეპარტამენტში!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!

აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #145 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00 სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე სტაჟირების ანაზღაურება: 1000 ლარი

უმნიშვნელოვანესია

  • აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
  • თვითგანვითარებაზე მუშაობის უნარი;
  • ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
  • ხელმძღვანელის მითითებების მოსმენა და გათვალისწინება;
  • მუდმივი სწრაფვა გახდეს უფრო ორგანიზებული, კვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული.

სტაჟირებაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • Excel-ის საბაზისო ტესტირება;
  • ზოგადი უნარების ტესტირება;
  • გასაუბრება.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთო და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება:

  • მარკეტინგის სამსახურში მუშაობის პრინციპში;
  • ქონთენთის მომზადებაში;
  • სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობაში;
  • სოცქსელების მართვის სპეციფიკაში.

ჩვენ ასევე გთავაზობთ

  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • პარკირების შეუფერხებლობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post