Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

WT7ZK6TH Posted 18 Nov Views: 9

შეფ მზარეული

Mountainsky Goderdzi external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 29) Apply by 17 Dec

ახალი, მაღალი კლასის 5★ სასტუმროს რესტორანში ვეძებთ პროფესიონალ და მოტივირებულ კულინარიულ გუნდს. რესტორანი იმუშავებს à la carte კონცეფციით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ქართულ სამზარეულოს, ხარისხიან პროდუქტს, დახვეწილ პრეზენტაციას და ქართული კერძების თანამედროვე ფიუჟენ ინტერპრეტაციას.

Mountainsky Goderdzi-ში ვეძებთ გამოცდილ და კრეატიულ შეფს, რომელსაც შეუძლია შექმნას და განავითაროს რესტორნის კულინარიული მიმართულება.

ძირითადი მოვალეობები

  • à la carte მენიუს შექმნა და განვითარება;
  • ქართული სამზარეულოს ტრადიციული გემოების თანამედროვე და ფიუჟენ-სტილში ინტერპრეტაცია;
  • ახალი კერძების შექმნა და მენიუს სეზონურად განახლება;
  • კერძების მაღალი ხარისხისა და სტაბილური გემოს კონტროლი;
  • კერძების პრეზენტაციისა და სერვირების სტანდარტების შემუშავება;
  • პროდუქციის ხარისხის, რაოდენობისა და ხარჯვის კონტროლი;
  • სამზარეულოს გუნდის ორგანიზება და სამუშაო პროცესის მართვა;
  • ტექნოლოგიური ბარათების, რეცეპტებისა და პორციების კონტროლი;
  • ახალი კულინარიული იდეების შემუშავება და მენეჯმენტთან ერთად მათი განხორციელება;
  • ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები

  • შეფის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა;
  • ქართული კერძების თანამედროვე/ფიუჟენ სტილში განვითარების უნარი;
  • à la carte რესტორნის გამოცდილება;
  • კრეატიული აზროვნება და ახალი კერძების შექმნის უნარი;
  • გუნდის მართვისა და ორგანიზების გამოცდილება;
  • მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ

  • მუშაობას ახალ, მაღალი კლასის 5★ სასტუმროში;
  • თანამედროვე à la carte რესტორნის კონცეფციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

თუ გსურთ გახდეთ ახალი კულინარიული გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მაღალი კლასის რესტორნის შექმნაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post