← All vacancies

X4J9GF1Q Posted 20 Nov Views: 0

დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

₾1250 / month Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 29) Apply by 19 Dec

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას:დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო განრიგი: I ცვლა:ორშაბათი - პარასკევი 09:00 დან 16:30 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე შუალედში. შაბათს 10:00 დან 16:00 მდე. II ცვლა: ორშაბათი - პარასკევი 16:30 სთ-დან 24:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 19:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე შუალედში. კვირას 10:00 დან 16:00 მდე. ანაზღაურება -1250 ლარი

ძირითადი მოვალეობა

  • საფოსტო გზავნილების დახარისხება;
  • საფოსტო გზავნილების გადატანა არსებული წესის შესაბამისად;
  • გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;
  • გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;
  • ზედნადების, გზავნილების რეესტრის და მანიფესტის ფორმების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

  • ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
  • სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;

კანდიდატთა შერჩევა

  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი : https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2952

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post