← All vacancies

XGFKSQ9P Posted 16 Nov Views: 1

ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის საცალო გაყიდვების მენეჯერი

თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 16 Nov (Days left: 29) Apply by 15 Dec

თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების მენეჯერი,

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კლიენტების მომსახურების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24 ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;

შენი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კლიენტების მომსახურების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:

  • ახალი ჯანმრთელობის ხელშეკრულებებისთვის დაზღვეულთა სიის გავლა, არსებულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კლიენტების სადაზღვევო პრემიების ჩარიცხვების უზრუნველყოფა (ფინანსური შედარებების გაკეთება შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სიებში ცვლილებების შეტანა (დამატება/გაუქმება/ბარათის ცვლილება);
  • კლიენტების HR პორტალზე დარეგისტრირებასა და ცვლილებების ასახვაში დახმარება;
  • არსებული/მოქმედი კლიენტების არასტანდარტული მოთხოვნების ანდერაიტინგთან შეთანხმება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;
  • AML დოკუმენტების მომზადება/კონტროლი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებების განახლების კონტროლი (CRM-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრაციამდე);
  • კლიენტებთან პოლისების გაგზავნის და ხელმოწერეილი პოლისების დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • საოპერაცო სამსახურთან ურთიერთობა (კონტრაქტების/პოლისების შესაყვანად ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად მიწოდება, ცვლილებების განსახორციელებლად სიების მიწოდება);
  • კლიენტის პრობლემური ქეისების შემთხვევაში, მოკვლევის ჩატარება და საჭირო ინფორმაციის მენეჯერისთვის წარდგენა.

გამოგვეხმაურე, თუ

  • გაქვს უმაღლესი განათლება, ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • იცი ინგლისური ენა;
  • კარგად იცი კომპიუტერული პროგრამები.

ვეძებთ ჩვენიანს

  • პასუხისმგებლიანს;
  • კომუნიკაბელურს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;
  • ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.

როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:

  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
  • მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ

  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ohNrg7Rd

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post