Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

XMAFXWDS Posted 4 Nov Views: 1

IT ტექნიკოსი

აითი ემთი external listing
Negotiable Apply by 5 Dec
Sign in and apply

"ITMT" აცხადებს ვაკანსიას დამწყები IT ტექნიკოსის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურს IT სფეროში პროფესიული განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. შერჩეული კანდიდატი გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა ობიექტზე კომპიუტერული, ქსელური, ვიდეოსამეთვალყურეო და სუსტი დენების სისტემების მონტაჟის, გამართვისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი, გამართვა და ტექნიკური მომსახურება;
  • ქსელური კაბელების გაყვანა, დაქსელვა და ტესტირება (UTP, RJ45);
  • ქსელური მოწყობილობების (Switch, Router, Wi-Fi) მონტაჟსა და კონფიგურაციაში მონაწილეობა;
  • IP კამერებისა და DVR/NVR სისტემების მონტაჟი და გამართვა;
  • სუსტი დენების სისტემების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა ობიექტზე ტექნიკური სამუშაოების შესრულება და გაუმართაობების აღმოფხვრაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • IT ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკური აზროვნება და სწავლის სურვილი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • საველე სამუშაოების შესრულების მზაობა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).

რას გთავაზობთ

  • პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად;
  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • სხვადასხვა თანამედროვე IT ტექნოლოგიასა და სისტემასთან მუშაობას;
  • მრავალფეროვან ტექნიკურ პროექტებში მონაწილეობას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის! ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ლოკაცია: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: IT ტექნიკოსი

შემოუერთდი ITMT-ის გუნდს და განავითარე შენი პროფესიული უნარები რეალურ IT პროექტებზე!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post