← All vacancies

XXX970N1 Posted 17 Nov Views: 1

საკრედიტო სპეციალისტი

IndigoCars external listing
₾2500 / month Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

"Indigo Cars" მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; ანაზღაურება: 2 500 ლარიდან (ხელზე ასაღები); საგამოცდო ვადა: 5 თვე (ხელფასი სრულად მოქმედებს).

მოვალეობები

  • განვადების განაცხადების შეფასება;
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და ხარისხის ანალიზი;
  • რეგულარული ანგარიშგება მფლობელებისთვის;
  • რეზერვებისა და დანაკარგების პროგნოზი;
  • თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან საკრედიტო რისკებზე.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბანკინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკრედიტო/რისკის განყოფილებაში;
  • გადახდისუნარიანობის შეფასებისა და საკრედიტო ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კრედიტინფოსთან მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალი დონე;
  • ინგლისური ენა (B1);
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები

  • კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი.

დადებითად ჩაითვლება: ACCA, CFA, FRM/PRM ან საკრედიტო რისკის ანალიზის სერტიფიკატები და ტრენინგები.

გთავაზობთ

  • ოფიციალურ დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
  • პირდაპირ მუშაობას მფლობელებთან მნიშვნელოვან და მზარდ პორტფელზე;
  • პროფესიულ განვითარებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

როგორ მოგვმართოთ

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post