Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

YE8RQRPD Posted 19 Nov Views: 2

სამეზობლოს პროექტების მენეჯერი

სითიქომი external listing
₾1500 / month Continue to the original listing ↗

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეზობლოებს საჭიროებების გამოვლენასა და განვითარებაში დაეხმაროს.

ძირითადი მოვალეობები

  • სამეზობლოს წარმომადგენლებისთვის სითიქომის ციფრული პროდუქტების გაცნობა და სამუშაო ინსტრუქციების მიწოდება
  • მომხმარებელთა პორტფელის ეფექტური მართვა და პორტფელში არსებული კორპორატიული მისამართების შენარჩუნება
  • სამეზობლოს საჭიროებების დადგენა, პროექტების დაგეგმვა და მართვა
  • მომხმარებლის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ოპერატიული გადაწყვეტა
  • მომხმარებლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება
  • საჭიროების შემთხვევაში გასვლითი ვიზიტები სამეზობლოს წარმომადგენლებთან
  • პორტფელში არსებული სამეზობლოებისთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და გაყიდვა (upsell)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • მომხმარებელთან პირისპირ, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დინამიკურ გარემოში რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი
  • სასურველია კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება
  • სასურველია CRM პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 2000+)
  • სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა
  • Fitpass
  • ყოველკვარტალური დამატებითი Day Off
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს.

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post