9,325 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

YJ7MXE57 Posted 28 Oct Views: 2

კომპლექსის მენეჯერი

დორი 2026 external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 1 Dec

კომპანია "დორი 2026" აცხადებს ვაკანსიას კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დასუფთავების მიმართულების წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა.
  • საერთო სარგებლობის სივრცეებისთვის საჭირო მარაგების კონტროლი და მარაგების შევსების უზრუნველყოფა დასუფთავების კოორდინატორთან ერთად.
  • კორპუსის საერთო ქონებისა და ინვენტარის მოვლა და კონტროლი.
  • კორპუსების შიდა სივრცეებისა და კომპლექსის ტერიტორიის რეგულარული მონიტორინგი (ჩამოვლა) არსებული გაუმართაობების გამოვლენის მიზნით და დროული რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
  • დაქირავებული თანამშრომლების და ქვეკონტრაქტორი შემსრულებლების კოორდინირებული მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
  • გენერატორის, ლიფტების, ვენტილაციის და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ქვეკონტრაქტორი კომპანიების მუშაობის გრაფიკისა და გეგმიური სამუშაოების სრულყოფილად შესრულების კონტროლი.
  • ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, თავმჯდომარესთან და შესაბამის ტექნიკურ სპეციალისტებთან/ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტი და კოორდინაცია.
  • ტექნიკური სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი.
  • ბინათმესაკუთრეთა ბაზის შექმნა და განახლება.
  • მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია.
  • მაცხოვრებლების მიერ ყოველთვიური მომსახურების გადახდების რეგულირება,
  • ამხანაგობის საჭიროებებიდან გამომდინარე მომწოდებლების მოძიება, მათ მიერ მოწოდებული შეთავაზებების საფუძველზე ფასებისა და პირობების შედარებითი ანალიზი.
  • სამეზობლოს Facebook ჯგუფებსა და სხვა საინფორმაციო არხებში პოსტებისა და შეტყობინებების განთავსება საცხოვრებელ კომპლექსში სიახლეებსა და სხვა მიმდინარე მოვლენებზე.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
  • MS Office;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომპლექსის მენეჯერი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post