9,310 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

YR2P3QBX Posted 28 Oct Views: 1

Midea

Midea

მძღოლ დისტრიბუტორი / კრწანისი გიგანტის დასახლება

Midea external listing
Sign in and apply
₾500–800 / month Apply by 27 Nov

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ მძღოლ დისტრიბუტორის “ პოზიციაზე სოფელი კრწანისში, (გიგანტის დასახლება)

ფუნქცია-მოვალეობები: - შეძენილი ტექნიკის მომხმარებლის მისამართზე უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება; - მომხმარებლის წინასწარ ინფორმირება ტექნიკის მიწოდების დროის შესახებ; - ტექნიკის მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ატანის პროცესში მონაწილეობა; - სატრანსპორტო საშუალების მართვა საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით; - კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სათანადო მოვლა და მისი ტექნიკური გამართულობის კონტროლი; - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ჯარიმების გადახდა; - მიწოდების პროცესში პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

ძირითადი მოთხოვნები: - ასაკი — 25 წლიდან (სადაზღვევო პირობებიდან გამომდინარე); - B კატეგორიის (მექანიკის) მართვის მოწმობა, მინიმუმ 5-წლიანი მართვის გამოცდილებით; - ნასამართლობისა და ნარკოლოგიური ცნობების წარმოდგენის შესაძლებლობა;

ანაზღაურება - ხელფასი: 500 ლარი (6 თვის შემდეგ — 800 ლარი); ბონუსი: 1–8 ლარი თითოეულ ნივთზე; - კორპორატიული დაზღვევა; - ტრანსპორტირება ზედა სამგორიდან;

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 10:00–18:00; - შაბათს — 10:00–15:00.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2026 წლის 28 ნოემბრამდე

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: გასაუბრება.

მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემეტქნიკსი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე;

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post