← All vacancies

YW6NQRVG Posted 16 Nov Views: 0

ინგლისურენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

₾1200 / month Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"Georgian Service Group 2007" - პირველი აუტსორსული კომპანია საქართველოში თბილისის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის (English-speaking Customer Service Representative) პოზიციაზე.

მოვალეობები: უცხოელი მომხმარებლების ელფოსტაზე და ზარებზე პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1)
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო პირობები

  • საწყისი (net) ანაზღაურება 1200 ლარი; სახელფასო დანამატის სისტემა (ხელფასის 35%, 45%, 55%)
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი
  • მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა, რამდენიმე დღე ოფისიდან, რამდენიმე დღე სახლიდან) (სრული სამუშაო გრაფიკი, ნახევარი განაკვეთი არ არის შესაძლებელი)

ზაფხული: 2 დღე 9:30-დან 18:00-მდე. 3 დღე 11:30-დან 20:00-მდე ზამთარში: 2 დღე 9:30-დან 18:00-მდე. 3 დღე 12:30-დან 21:00-მდე ერთი სამუშაო დღე უნდა იყოს შაბათი და კვირიდან, სამაგიეროდ შუა კვირის ერთი დღე იქნება დასვენება. (5 სამუშაო და 2 დასვენების დღე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე.

"Georgian Service Group 2007"

მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის 35

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიაზე CV-ისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ კანდიდატის შეფასების, შერჩევის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის ადმინისტრირების მიზნით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანია იცავს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებს, ემიჯნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს ყველა კანდიდატის თანაბარ და სამართლიან შეფასებას.

კომპანია მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post