← All vacancies

YX7SY6W5 Posted 16 Nov Views: 0

კომერციული მენეჯერი

₾2000 / month Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000₾+ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდგომ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა - B2
  • განათლება - სასურველია (ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • იდენტურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბაზართან და კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში.
  • შესასყიდი პროდუქციის ფასთა გამოკითხვა და ფასის დაფიქსირება წლიურად/სეზონურად, პროდუქციის სპეციფიკაციიდან, შესყიდივის მოცულობიდან, ა.შ გამომდინარე.
  • პროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი, საბაზრო ფასების კონტროლი, სრულ ასორტიმენტზე;
  • შეკვეთების დაგეგმვის, ფორმირებისა და მათი ლოგისტიკური პროცესის მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება, ექსკლუზივის კონტრაქტების გაფორმების/განახლების თაობაზე;
  • მომწოდებლებთან საკრედიტო პერიოდის მოთხოვნა/გაუმჯობესება;
  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება, შერჩეულ ბრენდებთან კომუნიკაცია და შემდგომი თანამშრომლობა;
  • ახალი ბრენდების ასორტიმენტის შესწავლა და შერჩეულ პროდუქტებზე ნიმუშების გამოგზავნის ორგანიზება;
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, შემოსავლისა და მოგების მიზნების მისაღწევად.
  • კლიენტის მოთხოვნების საფუძველზე მორგებული გადაწყვეტილებებისა და პროდუქტის შეთავაზებების შემუშავება.
  • ძირითად კლიენტებთან ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება/შეთანხმება.
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სავაჭრო აქციების, პრეზენტაციებისა და დეგუსტაციების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
  • ადგილობრივ საბაზრო ფასებზე ინფორმაციის ფლობა და კონკურენტუნარიანი სამიზნე ფასების განსაზღვრა / შესაბამისი პროდუქციის მოძიება.
  • პროდუქციის ფასწარმოქმნის შედგენა;
  • კატეგორიის მართვისათვის საჭირო რეპორტინგის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება/კონტროლი;

პიროვნული თვისებები

  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები მოიცავს ტესტირებას Excel-ის საბაზისო დონესა და ინგლისურში (B2) და პოზიცასთან დაკავშიებულ სიმულაციურ დავალებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კომერციული მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post