Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

Z92VG5SG Posted 13 Nov Views: 0

მარკეტინგის სპეციალისტი

დიო external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 13 Nov (Days left: 28) Apply by 11 Dec

Meals · in the adInsurance · in the ad

სამშენებლო და სამრეწველო მასალების მწარმოებელი წამყვანი კომპანია „დიო“, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 30 წელია წარმატებით საქმიანობს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (კრეატიული პროექტები და მარკეტინგული ღონისძიებები). კომპანია აერთიანებს 160-მდე თანამშრომელს (წარმოება, ადმინისტრაცია, სამონტაჟო ხაზი) და ფლობს რეგიონულ წარმომადგენლობებს ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ვეძებთ კრეატიულ, ინიციატივიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ახალი იდეების გენერირება, შეუძლია მათი საინტერესო სარეკლამო პროექტებად გარდაქმნა და განხორციელება. ახალი თანამშრომელი შეუერთდება ჩვენს მარკეტინგის გუნდს, რომელშიც მუშაობენ დიზაინერი და სოციალური მედიის მენეჯერი. გუნდთან ერთად ის მონაწილეობას მიიღებს კრეატიული კონცეფციების შემუშავებაში და პასუხისმგებელი იქნება მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

კომპანია ,,დიო'' აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 მკ, ფარსადანის N3 სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:00) ანაზღაურება & ბენეფიტები: ანაზღაურება შეთანხმებით + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი + უფასო სადილი/შესვენება ადგილზე + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: კრეატიული კონცეფციები და კონტენტის შექმნა

  • მარკეტინგის გუნდთან ერთად კრეატიული სარეკლამო იდეებისა და კონცეფციების შემუშავება;
  • სარეკლამო კამპანიების, ვიდეორგოლებისა და სხვა მარკეტინგული კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციებისა და ინოვაციური მიდგომების მოძიება და პრაქტიკაში დანერგვა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენება კრეატიული და მარკეტინგული პროექტების განვითარებისთვის.

მარკეტინგული ღონისძიებები და პროექტების მართვა

  • მარკეტინგული ღონისძიებების, გამოფენების, პრეზენტაციებისა და სარეკლამო აქტივობების ორგანიზება;
  • ახალი პროდუქტების წარდგენისა და პოპულარიზაციის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროექტების ბიუჯეტების დაგეგმვა, ხარჯებისა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • განხორციელებული აქტივობების შედეგების შეფასებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

გუნდური თანამშრომლობა და გარე კომუნიკაცია

  • გრაფიკულ დიზაინერთან, სოციალური მედიის მენეჯერთან და სხვა გუნდის წევრებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მარკეტინგის, რეკლამის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • კრეატიული აზროვნება და ორიგინალური იდეების გენერირებისა და განვითარების უნარი;
  • მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • საკუთარი იდეების დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარდგენის უნარი;
  • პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან ეფექტიანი ურთიერთობისა და ხელსაყრელი პირობების შეთანხმების უნარი;
  • პროექტების მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • განხორციელებული კრეატიული კამპანიებისა და მარკეტინგული პროექტების პორტფოლიო;
  • ვიდეოკონტენტის შექმნისა და სარეკლამო წარმოების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
  • AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები

  • 30-წლიანი გამოცდილების მქონე სტაბილურ კომპანიაში მუშაობას;
  • პროფესიონალ და შემოქმედებით მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობას;
  • საკუთარი იდეების რეალურად განხორციელების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
  • შედეგებზე ორიენტირებულ, თანამშრომლობით სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას,შედეგებზე დაფუძნებული ბონუსს, წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
  • უფასო სადილსა და შესვენებას ადგილზე;
  • სადაზღვევო პაკეტს;
  • სამუშაო გრაფიკს: 09:30 – 18:00 (ორშაბათი - პარასკევი).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dio.selfrecruit.ge/s/FELOj

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post