9,817 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

ZD9THBMP Posted 22 Oct Views: 1

მზარეული

Sign in and apply
Negotiable Apply by 23 Nov

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიკური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41 სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კვირაში 40 სთ. ბენეფიტები: კვება/დაზღვევა/ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა, 8-საათიანი ცვლა დინამიკური გრაფიკი დილისა და საღამოს სმენა

ძირითადი მოვალეობა:

  • შეკვეთის მომზადება კალკულაციების დაცვით, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება, დახარისხება, ვადების კონტროლი;
  • მაცივრების ტემპერატურის კონტროლი;
  • საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის წარმოება;
  • მარაგების შევსება/განახლების უზრუნველყოფა;
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

  • სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
  • შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მზარეული".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post