Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

ZH283RZ0 Posted 13 Nov Views: 0

ბაღის მზარეულის დამხმარე

₾800 / month Continue to the original listing ↗

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

"მონტესორის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-16:00 ანაზღაურება: 800 ლარი თვეში (ხელზე ასაღები) სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ვეძისი.

ძირითადი მოვალეობები

  • მზარეულის დავალებების შესრულება და სამზარეულოში ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა;
  • პროდუქტების მომზადება: გარეცხვა, გათლა, დაჭრა და წინასწარი დამუშავება;
  • გასაყინი პროდუქტების მომზადება, ფორმირება და შეფუთვაზე ეტიკეტების მიკვრა;
  • სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
  • მზარეულის დახმარება საკვების მომზადების პროცესში ან მისი ჩანაცვლება.
  • 0-3 წლამდე ასაკის ორ ჯგუფში საკვების გატანა. 3-6 წლამდე ბავშვებისთვის საკვების სამზარეულოშივე სერვირების მაგიდაზე დადება.
  • პროდუქტების მიღებაში, შემოწმებასა და სწორად განთავსებაში დახმარება;
  • პროდუქტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლში დახმარება;
  • სამზარეულოს ინვენტარის, ჭურჭლისა და სამუშაო ზედაპირების დასუფთავება;
  • საკვების მომზადების შემდეგ სამზარეულოს მოწესრიგება;
  • საჭიროების შემთხვევაში საკვების პორციებად განაწილება და ჯგუფებისთვის მიწოდება;
  • სამზარეულოს ნარჩენების დროული გატანა.
  • ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დამხმარის მიერ ბავშვების კვების მერე ჭურჭლის ჩალაგება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

განვითარებისა და დამატებითი ანაზღაურების შესაძლებლობა:

  • თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა, დროთა განმავლობაში შეისწავლოს კერძების მომზადება და აითვისოს მზარეულის ფუნქციები.
  • მთავარი მზარეულის შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, დამხმარეს ექნება შესაძლებლობა, შეასრულოს მთავარი მზარეულის მოვალეობები. ამ პერიოდში იმუშავებს მზარეულის სამუშაო გრაფიკით და მიიღებს დამატებით ანაზღაურებას, რომელიც წინასწარ შეთანხმდება.

სასურველია კანდიდატი იყოს

  • პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი და ორგანიზებული;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დამცველი;
  • მოტივირებული, ჰქონდეს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577089136.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post