← All vacancies

ZH2BTXNV Posted 19 Nov Views: 1

დისტანციური გაყიდვების სპეციალისტი

ჯიესენი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://www.gsn.ge/

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N45. სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

რეზიუმე გადმოაგზავნეთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

პოზიციის დანიშნულება: დისტანციური გაყიდვების სპეციალისტის მთავარი მოვალეობაა ჯორჯიან სერვის ნეთვორკის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + დამატებითი გაყიდვების ბონუსები.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები

  • გაყიდვების განხორციელება შემომავალი ზარის და ონლაინ არხის საფუძველზე;
  • შეთავაზებების მომზადება კორპორაციული მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლის მოზიდვა, კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება პროდუქციისა და მომსახურების შესახებ შეთავაზების მიზნით;
  • კორპორაციულ მომხმარებელზე გაყიდული პროდუქციისა თუ სერვისის რეგისტრირება სისტემაში;
  • ბაზრის კვლევის განხორციელება კონკრეტულ პროდუქციაზე;
  • შესაბამისი რეპორტინგი.

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ან ქოლ ცენტრის ოპერატორად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ECR Manager);
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ფაილებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობისას დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ ინგლისურ ენაზე მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post