Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

ZMA80BGY Posted 14 Nov Views: 2

ლოჯისტიკის და საწყობის მენეჯერი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 14 Nov (Days left: 13) Apply by 27 Nov

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

დასახელება: ლოჯისტიკის და საწყობის მენეჯერი მომწოდებელი: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9 გამოქვეყნდა: 14/11/2026 ბოლო ვადა: 27/11/2026 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ 2013 წლიდან უზრუნველყოფს 20 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.

მოვალეობები

  • საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • მატერიალური ფასეულობების შენახვის, განაწილებისა და ოპერატიული მიწოდების სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
  • სამეურნეო, საკანცელარიო და სამედიცინო სახარჯი მასალების მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და მონიტორინგი;
  • სამეურნეო, საკანცელარიო და სამედიცინო სახარჯი მასალებით ორგანიზაციის კუთვნილი სამედიცინო დაწესებულებების დროული და ეფექტური მომარაგება;
  • მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა და საჭიროებების განსაზღვრა;
  • დაწესებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და დიზელ-გენერატორების საწვავით მომარაგებისა და ხარჯვის კონტროლი;
  • საწყობში არსებული ნაშთების პერიოდულად შემოწმება და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ლოჯისტიკისა და საწყობის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, (სასურველია სამედიცინო სფეროში);

პიროვნული მახასიათებლები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს- gchokhonelidze@moh.gov.ge

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post