მომსახურე პერსონალი / კონსულტანტი
ლუმიერსი (Lumier’s Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას მომსახურე პერსონალის / კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია უკვე 9 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი ინგრედიენტებით დამზადებულ ჩეხურ / უნგრულ ტკბილეულს - ტრდელნიკს.
პერსონალის მოვალეობები
- ფილიალში მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთის მიღება;
- ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა, რომელსაც დიდი სიხარულით გასწავლით;
- მომხმარებლის სურვილისამებრ ტრდელნიკის სხვადასხვა ინგრედიენტებით აწყობა;
- გამოძახების სერვისების მომსახურება ფილიალში ან დახურულ სამზარეულოში;
- სასმელების სერვირება (ყავა, ცივი ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი, გლინტვეინი).
- პოზიციები ძირითად შემთხვევაში განაწილებულია თანამშრომლებს შორის, თუმცა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პოზიტიურობა;
- თავაზიანობა;
- ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;
- დარიჩინის სურნელის სიყვარული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და თვითდისციპლინა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.