Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

842EVZSR Posted 16 Nov Views: 6

სტაჟირება - გამნათებელი

ტელეკომპანია იმედი

ტელეკომპანია იმედი

Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 29) Apply by 15 Dec

ტელეკომპანია ,,იმედი“ აცხადებს სტაჟირებას გამნათებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია ,,იმედი”, ლუბლიანას 3, თბილისი, საქართველო.

ტელეკომპანია ,,იმედი“ ეძებს გუნდის ახალ მოტივირებულ და შემოქმედებითი ხედვის მქონე წევრს, რომელიც ჩვენთან სტაჟირების განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლის გამნათებლის ფუნქციონალს, კერძოდ:

  • სატელევიზიო გადაცემებისა და სხვა სატელევიზიო პროდუქტების დაწყებამდე განათების მოწყობა, საჭირო განათების განსაზღვრა და პერიოდული შემოწმება;
  • განათების სისტემაში არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • სტუდიური გადაცემებისთვის განათების ყოველდღიური კორექტირება სატელევიზიო პროდუქტის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
  • განათების აპარატურის ტექნიკური მოვლა, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული დეტალების (მათ შორის, ნათურების) გამოცვლა და აპარატურის გაწმენდა;
  • გარე გადაღებების საჭიროებისთვის განათების აპარატურის საწყობიდან გატანა, გადასაღებ მოედანზე ტრანსპორტირება და გადაღების დასრულების შემდეგ საწყობში დაბრუნება;
  • განათების აპარატურის გადასაღებ მოედანზე მონტაჟი და გადაღების დასრულების შემდეგ დემონტაჟი;
  • განათების აპარატურის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში დინამიკური განათების აპარატურის პავილიონებს შორის გადაადგილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობა.

უპირატესობად ჩაითვლება ღონისძიებებისა და სხვადასხვა პროექტის ტექნიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობის გამოცდილება, აგრეთვე მსგავს პოზიციაზე გავლილი სტაჟირება.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში განიხილება სტაჟიორის დასაქმება გამნათებლის ასისტენტის პოზიციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post