Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

CCJDBNV5 Posted 9 Nov Views: 0

ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტი

ლიდერმედი external listing
Negotiable Apply by 5 Dec
Sign in and apply

კლინიკა - "ლიდერმედი" აცხადებს ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21 სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30 შაბათს ნახევარი დღე - 09:30 -15:30

ძირითადი მოვალეობები

  • IVF ლაბორატორიაში მიმდინარე ყოველდღიური სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ემბრიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, მოწესრიგება და განახლება;
  • ლაბორატორიულ პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ზუსტი და დროული აღრიცხვა;
  • პაციენტებთან, ბიოლოგიურ მასალასთან და ლაბორატორიულ პროცესებთან დაკავშირებული ჩანაწერების სისტემატიზაცია;
  • შესაბამისი ფორმების, ჟურნალებისა და ელექტრონული ჩანაწერების წარმოება;
  • დოკუმენტაციის სისრულისა და შესაბამისობის კონტროლი;
  • ემბრიოლოგებთან და კლინიკურ გუნდთან კოორდინაცია ადმინისტრაციულ საკითხებზე;
  • ლაბორატორიის შიდა სამუშაო პროცესების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვისა და შიდა სამუშაო წესების დაცვა.
  • ემბრიოლოგიის სფეროში წინასწარი სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო. შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის შიდა სწავლებასა და პრაქტიკულ ადაპტაციას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება — სასურველია სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან ბიოლოგი, უპირატესად უჯრედული ბიოლოგიის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • დეტალებზე მაღალი ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
  • ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვისა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პროფესიული განვითარების სურვილი, სწავლის მოტივაცია და ახალი პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პაციენტზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 04 დეკემბერი 2024 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ადმინისტრაციული ასისტენტი".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post