Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

EPAJYTEJ Posted 13 Nov Views: 10

მაღაზიათა ქსელის საოპერაციო ხელმძღვანელი

ზღვა ლუდი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

"ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

"ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის 17ბ დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი სამუშაო დრო: 5/2 ანაზღაურება: 4000ლ (2500ლ + KPI) ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება

ძირითადი მოვალეობები

  • გაყიდვების გეგმების მართვა, შესრულებების კონტროლი, გადაცდენების გამოვლენა და დროული რეაგირება;
  • კორპორატიული და საბითუმო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება;
  • საცალო მომხმარებლების მოზიდვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ორგანიზება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიურად საცალო მომხმარებლების მოზიდვის ღონისძიებებზე იდეების გენერაციის, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
  • მომხმარებლების ლოიალობის პროგრამების განვითარების და დანერგვის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიებში ქროს სელინგის, მერჩენდაიზინგის სტანდარტების განვითარების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიების ხელმძღვანელების კოორდინაცია და მართვა გაყიდვების გაზრდის მიზნით, მათი განვითარება, უკუკავშირი;
  • მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და საკითხის დაყენება შესაბამის პირებთან;
  • ახალი მაღაზიების გახსნის შესაძლებლობების გამოვლენა და წინადადებების დაყენება მენეჯმენტთან;
  • ახალი მაღაზიის გახსნის პროექტის კოორდინაცია და მართვა,
  • გაყიდვების მეთოდოლოგიების, გაიდლაინების ფორმირება მაღაზიის თანამშრომლებისთვის;
  • ორგანიზაციის ბრენდის კომპონენტების განვითარების ორგანიზება;
  • ორგანიზაციისათვის საზიანო ფაქტზე დროული რეაგირება და შესაბამისი განცხადების მომზადება/გავრცელება;
  • სხვადასხვა მიმდინარე დავალებები, რეპორტები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები

  • უმაღლესი განათლება (გაყიდვები, მენეჯმენტი ან მსგავსი მიმართულება);
  • საცალო ვაჭრობის (რითეილის) სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების მართვისა და გუნდის ლიდერობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • უცხო ენები: რუსული ან/და ინგლისური;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

ჩვენ გთავაზობთ

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post