Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

07KFNCCF Posted 13 Nov Views: 1

წარმოების ცვლის უფროსი

PepsiCo external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 13 Nov (Days left: 28) Apply by 11 Dec

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

რძის პროდუქტების წარმოების პროცესების ორგანიზება და კონტროლი ცვლის განმავლობაში, კომპანიის რესურსების განაწილებისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები

  • საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება;
  • მზა პროდუქციის წარმოების პროცესების ორგანიზება, დაფასოების საამქროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ნედლეულის და სხვა მასალების ხარჯების შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ეფექტიანობის გაზრდა;
  • დაფასოების მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო წარმადობის გათვლების შესრულება, მზა პროდუქციის გამოშვების ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება;
  • ნედლეულისა და სხვა მასალების ნორმების შემუშავება და დანერგვა, წუნდებული პროდუქციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება;
  • ყოველდღიური საწარმოო ანგარიშების დახურვა;
  • წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვა;
  • მზა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის / ცვლილების შესახებ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დროული ინფორმირება;
  • 1С პროგრამაში მზა პროდუქციის შესახებ მონაცემთა დროული შემოწმება.

კანდიდატის პროფილი

  • უმაღლესი განათლება, სასურველია კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის მიმართულებით;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • შედეგებზე ორიენტირება;
  • MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა;
  • ქართული თავისუფლად; ინგლისური B2+ დონეზე;
  • ცვლის გრაფიკით (დღისა და ღამის ცვლები) მუშაობის შესაძლებლობა.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიონალთა და ხელმძღვანელთა გუნდთან ერთად განვითარება და მხარდაჭერა;
  • კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება;
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
  • კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი).

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 12 სთ-იანი ცვლები (დღე და ღამე).

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი განაცხადი ბმულზე 10 დეკემბრამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post