8667 live vacancies
← All vacancies

0KXVCGZX Posted 6 Aug 121 views

Bank of Georgia

Bank of Georgia

SOLO ლაუნჯის ასისტენტი - თბილისი

Bank of Georgia
Tbilisi Full-time Finance / Accounting
₾1180 / month

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სსს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის ასისტენტისპოზიციაზე თბილისში.

ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას, ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათი დახმარება
  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა: - გაეცნო SOLO ლაუნჯში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ არასაბანკო პროდუქტებს;

  • კონსულტაცია და პრემიუმ ხარისხის მომსახურება გაუწიო SOLO მომხმარებლებს;
  • იზრუნო SOLO ლაუნჯის ინტერიერისა და ინვენტარის მუდმივ მონიტორინგზე.
  • ჩაერთო ბუტიკის ექსკლუზიური ნივთების გაყიდვის პროცესში

ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1180 ლარი) + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
  • უფასო სოლო პაკეტი
  • დაზღვევის უფასო პაკეტი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება. სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი გამოცდილება მომსახურების, საბანკო სექტორის ან გაყიდვების მიმართულებით. სავალდებულო ცოდნა, უნარები: - მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);

  • ენების ცოდნა: აუცილებელი - ინგლისური ენა; სასურველი - რუსული ენა (ვერბალური უნარები);

გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 21 სექტემბერი 2026

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post