Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

0SBX33AX Posted 16 Nov Views: 1

გაყიდვების ადმინისტრირების და ფინანსური კონტროლის სპეციალისტ

G&A Group external listing
₾2000–3000 / month Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

ფუნქცია-მოვალეობა

  • სავაჭრო ქსელებთან და სხვა კონტრაგენტებთან ფინანსური დადარებების წარმოება;
  • ურთიერთშედარების აქტების მომზადება, სხვაობების გამოვლენა და მოკვლევა;
  • დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, გადახდის ვადებისა და დავალიანებების ამოღების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებულ დავალიანებებთან დაკავშირებით კონტრაგენტებთან კომუნიკაცია;
  • ფინანსური კორექტირებების კოორდინაცია ბუღალტერიასთან;
  • CRM სისტემაში კონტრაგენტების დამატება, მონაცემების განახლება და სიზუსტის კონტროლი;
  • გაყიდვების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება: FMCG სექტორში, დისტრიბუციაში ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება)
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ფინანსური დადარებებისა და დებიტორული დავალიანებების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება,
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ერთჯერად კვებას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post