Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

0Z9CRTP4 Posted 9 Nov Views: 0

მარკეტინგის სპეციალისტი

მადარტი external listing
Negotiable Apply by 10 Dec
Sign in and apply

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 700-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილი სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დანერგვა;
  • მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
  • კონტენტ კალენდრის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და იდეების გენერირება;
  • ფოტოსესიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სოციალური მედიის არხების მართვა;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • პროექტული დავალება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან და დირექტორთან.

ჩვენ ვითხოვთ

  • უმაღლეს განათლებას;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარს;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს

ჩვენ ასევე გთავაზობთ

  • Fitapass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • პარკირების შეუფერხებლობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post