Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1B4CM9RW Posted 4 Nov Views: 1

ტექნიკური სუპერვაიზერი

Batumi Full-time Other
Negotiable Apply by 5 Dec
Continue to the original listing ↗

"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

ტექნიკური სუპერვაიზერი პასუხისმგებელია ობიექტის ყველა საინჟინრო სისტემის უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, კომუნალური რესურსების, პერსონალის, კონტრაქტორების, ბიუჯეტისა და ციფრული ტექნიკური სისტემების ეფექტიან მართვაზე. პოზიცია ეფუძნება თანამედროვე Facility Management-ისა და Property Management-ის პრაქტიკას და მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების კოორდინაციას, არამედ ობიექტის სრული ტექნიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები

  • შენობის ყველა საინჟინრო სისტემის (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა-კონდიცირება/HVAC, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტები, დაბალი დენის სისტემები) ექსპლუატაციის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობისა და სხვა კომუნალური რესურსების მოხმარების აღრიცხვა;
  • ტექნიკური გუნდის სამუშაოების დაგეგმვა და მოვალეობების განაწილება;
  • ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ტექნიკური ანგარიშების მომზადება;
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის ზუსტი და სისტემატური წარმოება, მათ შორის ტექნიკური მომსახურების ჟურნალების, ინვენტარიზაციის მონაცემების, შემოწმების ანგარიშებისა და აუდიტისა და შესაბამისობის მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და განახლება;
  • შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • LightStay პლატფორმის გამოყენება გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ასევე Hilton-ის მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში არსებული ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს საოპერაციო საჭიროებების გათვალისწინებით, მონაწილეობა დამატებითი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასტუმროს გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკური/საინჟინრო უმაღლესი განათლება (ელექტროობა, სანტექნიკა, მექანიკა, მშენებლობა ან მონათესავე მიმართულება);
  • საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, HVAC/VRF, სანტექნიკა, სახანძრო უსაფრთხოება, BMS) ღრმა ტექნიკური ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა ან მუშაობის გამოცდილება;
  • საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციაში მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის #20;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე);
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
  • ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
  • 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center-ში;
  • დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში — 10%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/?telemetry_sign=v1%3A363%3Adirect_link.14d3c 2429d1f5b0189a1ce93afc4afa5c096ec5d8a1528e9bb02371d84fee23b

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post