← All vacancies

1CC41DM2 Posted 17 Nov Views: 0

სასტუმროს მმართველი

სოლრიჯი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

სასტუმრო "SOLRIDGE"-ი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მმართველის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ ლიდერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს სასტუმროს ყოველდღიურ ოპერაციულ მართვას, უზრუნველყოფს სტუმრებისთვის უმაღლესი სტანდარტის სერვისის მიწოდებას და იზრუნებს ობიექტის ფინანსურ ზრდასა და რეპუტაციაზე.

სამუშაოს აღწერა/ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სასტუმროს ყველა დეპარტამენტის (მიმღები, დასუფთავება, კვება, ტექნიკური სამსახური, უსაფრთხოება) გამართული და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მკაცრი კონტროლი: ნომრების, საერთო სივრცეებისა და გარე პერიმეტრის ყოველდღიური ინსპექტირება.
  • სტუმრების მიღებისა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და ყოველდღიური კონტროლი;
  • სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი საერთაშორისო პლატფორმებზე და რეიტინგის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • რთული ან კონფლიქტური სიტუაციების დროული, პროფესიონალური და სტუმარზე ორიენტირებული გადაჭრა;
  • სასტუმროს ბიუჯეტის შედგენა, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი, ფინანსური და ოპერაციული რეპორტინგის მომზადება დამფუძნებლებისთვის;
  • პერსონალის შერჩევა, თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა, დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვის კონტროლი, გუნდური და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან მომიჯნავე სფეროში;
  • სასტუმროს მმართველის ან ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასტუმროს გასაყიდი არხებისა და სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ვადების დაცვის უნარი;
  • ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
  • პროფესიული განვითარებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების თავისუფლებას;
  • მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი (სოლოლაკი) სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა. კვალიფიციური კადრისთვის სახელფასო შეთავაზება იქნება შესაბამისად მაღალი და კონკურენტუნარიანი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აგრეთვე, სასურველია, რეზიუმე შეიცავდეს ფოტოსურათს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post