10,120 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1NEYND9T Posted 21 Oct Views: 0

ბუღალტერი

The Design Mall external listing
Sign in and apply
₾3000–3500 / month Apply by 22 Nov

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

პოზიციის დასახელება: ბუღალტერი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 3000-3500 ლარი თვეში, კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო სისტემაში, პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების აღრიცხვა, ავანსების გაქვითვა და დაკავებული თანხების კონტროლი თითოეული კონტრაქტორის მიხედვით;
  • სამშენებლო მასალების მიღების, ჩამოწერისა და ხარჯების აღრიცხვა ობიექტების, პროექტებისა და ხარჯის მუხლების მიხედვით;
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა, მათ შორის საბაჟო დეკლარაციების, საბაჟო გადასახადებისა და იმპორტის დღგ-ის ასახვა;
  • უცხოურ ვალუტაში არსებულ ვალდებულებებზე წარმოქმნილი საკურსო სხვაობების აღრიცხვა;
  • ოპერატორების მიერ საბუღალტრო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორისა და სიზუსტის კონტროლი;
  • საბანკო ანგარიშების, სალაროსა და ტერმინალების ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ამონაწერებთან შედარება;
  • B2B კლიენტების დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და მყიდველებთან ურთიერთანგარიშსწორების ნაშთების შედარება;
  • თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების გაანგარიშება;
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების კონტროლი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე (rs.ge), მათ შორის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შემოწმება;
  • ძირითადი საშუალებების, მათ შორის ტექნიკისა და დანადგარების, აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვა;
  • თვის დახურვის სააღრიცხვო პროცედურებში მონაწილეობა;
  • აუდიტისთვის საჭირო საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ან იმპორტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების მიმართულებით;
  • კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების, ავანსების, დაკავებული თანხებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
  • იმპორტის ოპერაციების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების (ORIS, 1C ან სხვა) ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და ვადების დაცვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიზაინ მოლის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post