Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

2BPAQVYV Posted 6 Nov Views: 5

Driver Assistant

Negotiable Apply by 21 Nov
Sign in and apply

Translated automatically from the original posting. Read the original in Georgian →

საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ასისტენტის პოზიციაზე.

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

სამუშაო გრაფიკი: მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით.

ძირითადი მოვალეობები

  • ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას;
  • გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას.
  • საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში);
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
  • ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება;
  • ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
  • ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა);
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას;
  • რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და აუცილებლად მართვის მოწმობის ასლი მისამართზე (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post