Driver Assistant
Translated automatically from the original posting. Read the original in Georgian →
საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ასისტენტის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
სამუშაო გრაფიკი: მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით.
ძირითადი მოვალეობები
- ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას;
- გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას.
- საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია;
- კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში);
- კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
- ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება;
- ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება.
მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
- ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას;
- რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და აუცილებლად მართვის მოწმობის ასლი მისამართზე (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.