9,837 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

2HBXHMX2 Posted 20 Oct Views: 13

სერვისის კონსულტანტი

Sign in and apply
Negotiable Apply by 28 Oct
Insurance · in the ad

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ სერვის კონსულტანტს ვეძებთ ბათუმში.

გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:

  • გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
  • ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.

გაინტერესებს რას გთავაზობთ?

  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
  • სამგზავრო ბარათს ან კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
  • პრემიული კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
  • პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:

  • კლიენტის შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კლიენტის მოთხოვნების გამოვლენა;
  • გაყიდვების წერტილების ვიზიტორების დახვედრა და გაცილება;
  • კლიენტის გადამისამართება შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომელთან;
  • კლიენტთა ინფორმაციული მომსახურება.

შენგან კი დაგვჭირდება:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post