სივრცის კონსულტანტი
კომპანია „კენარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება - პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება - მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა - მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება - ეფექტური კომუნიკაციის უნარი - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას - მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს - თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე - ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას - მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას - FitPass-ს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე) ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი. გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ბონუსის გათვალისწინებით 1300-1500 ლარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, გადადით მითითებულ ბმულზე: https://kenari.selfrecruit.ge/s/iYpE
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.