9,308 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

4KETSN7B Posted 28 Oct Views: 4

ზოომარტი

ზოომარტი

HRBP / HR ხელმძღვანელი

ზოომარტი external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 26 Nov
Official contract · in the ad

ზოომარტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HRBP / HR Lead

როლის მიზანი HRBP / HR Lead გააძლიერებს ზოომარტის HR ფუნქციას. ააწყობს სისტემებს, რომლებიც კომპანიის ზრდას მიჰყვება და უზრუნველყოფს HR პროცესების უწყვეტობას. როლი მოიაზრებს სტრატეგიულ მიმართულებას, მათ შორის ტრენინგისა და განვითარების მიმართულების კოორდინაციასა და წარმართვას, ასევე ოპერაციულ ჩართულობას HR პროცესებში. პოზიცია უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს. HR სისტემების აწყობა და განვითარება

პროექტი - მოსალოდნელი შედეგი - სახელფასო გრეიდინგის სისტემა - პოზიციების დონეები და სახელფასო ბიუჯეტი - ერთიანი შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცესი - შეფასების ერთიანი მეთოდოლოგია და ტალანტის განვითარების პროცესები - 2027 წლის აღმასრულებელი გუნდის KPI - HR მხარდაჭერა KPI-ების ფორმულირებასა და გაზომვის მექანიზმში - ტრენინგისა და განვითარების მიმართულება - სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და კოორდინაცია; ტრენერებისა და Learning სპეციალისტების შერჩევა და მართვა - შრომის ინსპექციის მოთხოვნები - კომპანიის შესაბამისობაში მოყვანა შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან - შინაგანაწესი - საჭირო ცვლილებების განსაზღვრა და დანერგვა - 1C-ის HR ფუნქციები - HR პროცესების აღრიცხვა 1C-ში (ხელფასები, შვებულებები, ტაბელები); მოთხოვნების მომზადება, ტესტირება და self-HR-დან გადასვლა

HR ოპერაციები და მხარდაჭერა - HR რეპორტინგი: საშტატო და ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის აღრიცხვა; მუდმივად განახლებადი რეპორტი - Payroll მხარდაჭერა და HR დოკუმენტაცია: ტაბელები, შვებულებები, მივლინებები, შრომითი ხელშეკრულებები და პერსონალის საქმეები - ბექაფი HR გუნდისთვის: კოლეგის არყოფნის პერიოდში მისი მიმდინარე საქმეებისა და პროცესების გაძღოლა

მოთხოვნები ვეძებთ ფართო პროფილის სპეციალისტს, რომელიც თანაბრად კარგად ართმევს თავს ოპერაციულ და სისტემურ საკითხებს.

გამოცდილება და განათლება - უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი ან მონათესავე სფერო) - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, მათ შორის HR BP ან HR მენეჯერის როლში - სასურველია გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან FMCG-ის მრავალფილიალიან ქსელში - დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ტრენინგისა და განვითარების (L&D) ფუნქციის კოორდინაციის ან მართვის გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა - Payroll-ის პროცესის მართვის გამოცდილება - სახელფასო გრეიდინგის, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების (Performance Management) და წახალისების/ანაზღაურების KPI-ზე დაფუძნებული მოდელების ცოდნა - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვის გამოცდილება - უპირატესობაა 1C-ის ან სხვა ERP სისტემის HR ფუნქციებთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები - HR პროცესების ნულიდან დანერგვისა და დოკუმენტირების (SOP / შიდა წესების შემუშავების) უნარი - ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი - განვითარებაზე ორიენტირებულობა და შედეგზე ფოკუსირება - მაღალი თვითორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა - სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, პროექტის მონაწილეებსა და გარე პარტნიორებთან ეფექტიანი კოორდინაციის, მართვისა და კომუნიკაციის უნარი - ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)

სამუშაო გარემო და შესაძლებლობები - დინამიკურად მზარდი კომპანია, სადაც შესაძლებელია HR მიმართულებისა და სისტემების თითქმის ნულიდან ფორმირება - გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი და მაღალი ავტონომია, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე - მენეჯმენტის მზაობა და მხარდაჭერა ცვლილებების დანერგვაში - კონკურენტული ანაზღაურება - საბონუსე სისტემა - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:30-18:00; მოკლე პარასკევი 09:30-15:00 - სამუშაო ადგილმდებარეობა: ნესტან-დარეჯანის ქუჩა N31, თბილისი

განაცხადი: CV-ს გამოგზავნა

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post