გაყიდვების კონსულტანტი
"UNICOM" არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გავხადოთ ხელმისაწვდომი და პროფესიონალური კონსულტაციით დავეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
კომპანიის განვითარებასთან ერთად, ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს ბათუმის ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. №3 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა, პროფესიონალური კონსულტაცია და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა, დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
- პირადი და ფილიალის საერთო გაყიდვების მიზნების შესრულება;
- საკუთარ სამუშაო ზონაში პროდუქციის, ფასებისა და სტენდების მოწესრიგება;
- კომპანიის მომსახურებისა და სამუშაო დისციპლინის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი მოტივაცია და სწავლის/პროფესიული განვითარების სურვილი;
შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების გადარჩევა 2. გასაუბრება
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე. გთხოვთ, განაცხადის სათაურში (Subject) მიუთითოთ: "გაყიდვების კონსულტანტი — ბათუმი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.