Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

32CMAEHR Posted 7 Nov Views: 0

გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

Negotiable Apply by 8 Dec
Sign in and apply

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • გაყიდვების წლიური, კვარტული და ყოველთვიური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების მიზნების განსაზღვრა;
  • გაყიდვების მაჩვენებლის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • გაყიდვების ზრდის შესაძლებლობის გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმა/განხორციელება;
  • არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებასა და ახალი კლიენტების მოზიდვის პროცესის მართვა;
  • მსხვილ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება;
  • პარტნიორი კომპანიებისთვის ახალი წინადადებების შემუშავება. სავაჭრო პირობებისა და კომერციული შეთავაზებების შეთანხმებაში მონაწილეობა;
  • ბაზრის კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლა;
  • გაყიდვების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გუნდის მართვა;
  • რეპორტების მიღება;
  • სხვა დეპარტამენთთან ეფექტური კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • სასურველია Apex-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • მიზანზე და შედეგებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის" წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post