Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

3J8B4F3A Posted 11 Nov Views: 0

ტექნიკური სამსახურის უფროსი

Construction Service external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by 12 Dec
Sign in and apply

შპს "Construction Service" წარმოადგენს სამშენებლო და საწარმოო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომლის საქმიანობა მოიცავს მასშტაბური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, აგრეთვე ლითონკონსტრუქციების წარმოებას საკუთარ საწარმოში.

კომპანია ეძებს კვალიფიციურ და გამოცდილ პროფესიონალს ტექნიკური სამსახურის უფროსის (Head of Technical Department) პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ტექნიკური სამსახურის ეფექტიან მართვას, ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, სამშენებლო ტექნიკისა და მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკური მომსახურების პროცესების ორგანიზებასა და კონტროლს.

პოზიცია განკუთვნილია ტექნიკური მიმართულების გამოცდილი სპეციალისტისთვის, რომელსაც გააჩნია ტექნიკური სისტემების მართვის, დანადგარებისა და მექანიზმების ექსპლუატაციის, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელობის პრაქტიკული გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი/რუსთავი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://www.cs.ge/

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ტექნიკური სამსახურის საქმიანობის სრული ხელმძღვანელობა, ორგანიზება და განვითარება;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის, დანადგარების, მექანიზმებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მომსახურებისა და პრევენციული სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
  • ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სამშენებლო ობიექტებისა და საწარმოო პროცესების ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
  • ტექნიკური სამსახურის წლიური და პერიოდული სამუშაო გეგმების შემუშავება;
  • დანადგარებისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების პროცესების კონტროლი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, აღრიცხვის სისტემისა და დანადგარების ტექნიკური პასპორტების წარმოების ორგანიზება;
  • ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების მოთხოვნის განსაზღვრა და შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
  • ტექნიკური მომსახურების ხარჯების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • ტექნიკური პერსონალის, მექანიკოსების, ელექტრიკოსებისა და შესაბამისი სპეციალისტების საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
  • ტექნიკური სამუშაოების ხარისხის, შესრულების ვადებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ტექნიკური მომსახურების გარე მომწოდებლებთან და მომსახურე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • ტექნიკური რისკების შეფასება და ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული სამუშაო პროცესების შეფერხების პრევენცია;
  • ტექნიკური სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი KPI მაჩვენებლების განსაზღვრა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება - მექანიკური ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მანქანათმშენებლობა ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულება;
  • ტექნიკურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში ტექნიკური სამსახურის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამშენებლო ტექნიკის, საწარმოო დანადგარებისა და მექანიზმების მოწყობისა და ექსპლუატაციის პრინციპების ცოდნა;
  • მექანიკური, ელექტრული და ჰიდრავლიკური სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • ტექნიკური აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და დანადგარების ტექნიკური პასპორტების წარმოების გამოცდილება;
  • ტექნიკური ბიუჯეტირების, ხარჯების დაგეგმვისა და რესურსების მართვის გამოცდილება;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია B2.

პიროვნული და მმართველობითი კომპეტენციები

  • ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ეფექტიანი კოორდინაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა მართვის უნარი;
  • დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • მაღალი სამუშაო ეთიკა და პროფესიული სტანდარტების დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. მნიშვნელოვანია: ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ტექნიკური სამსახურის უფროსი".

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და გეკუთვნის თქვენ.

შპს "Construction Service" თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენი რეზიუმე (CV) შესაძლოა განხილულ იქნეს შპს "Construction Service"-ის სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც, მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გაცნობის, გასწორების, განახლების, წაშლისა და დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე.

შპს "Construction Service" იზიარებს თანასწორი შესაძლებლობებისა და პროფესიული მრავალფეროვნების პრინციპებს. კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატთა შეფასებას მათი კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post