საწყობის თანამშრომელი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" სამუშაოდ იწვევს კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე თბილისში.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის ქ. 36 ბ;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ);
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
- პროდუქციის დაცლა და დასაწყობება;
- შეკვეთების აგროვება;
- საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.
უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს "ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს "ჯეოსტარი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯეოსტარი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.